გურამ მაჭარაშვილი GORBI-ის კვლევებზე: ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს უნდა დემოკრატიული განვითარება
„ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს უნდა დემოკრატიული განვითარება”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი „გორბის“ კვლევებს.
მისი თქმით, ხალხს სურს შეინარჩუნოს ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს.
„ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს უნდა დემოკრატიული განვითარება და ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში და რეგიონში, სადაც ორი ცხელი წერტილია და უდიდესი ომი მიმდინარეობს, როგორმე დავაღწიოთ თავი, ჩვენ, აი, ამ პატარა ქვეყანამ. და ჩვენი ეს პერსპექტივა, რომ ვხდებით ჰაბი, აი, ამ დიდ შუა დერეფნის პროცესში, რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.