გიორგი ვოლსკი: საქართველოში, ამ ხელისუფლებას აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა!
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური რეჟიმის ინდექსს ეხმაურება.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს არის ევროპულ სტანდარტზე მყოფი ქვეყანა, დემოკრატიის თვალსაზრისით და ელექტორალურ დემოკრატიებში მოწინავეთა შორისაა.
„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს არის ევროპულ სტანდარტზე მყოფი ქვეყანა, დემოკრატიის თვალსაზრისით და ელექტორალურ დემოკრატიებში არის მოწინავეთა შორის. განსხვავებით მთელი რიგი ქვეყნებისაგან, მათ შორის ევროკავშირის თუ NATO-ს წევრი ქვენებისაგან. აი, ეს ერთ-ერთი მონაცემია კიდევ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ვითარება შექმნა, აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა.