გიორგი ვოლსკი 2008 წლის აგვისტოს ომზე: ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში არის მართალი, მაგრამ ეს სააკაშვილს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში არის მართალი, მაგრამ ეს სააკაშვილს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში იმჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის შეფასებისას.
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში არის მართალი – რუსეთი შემოიჭრა და ხდება ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ეს სააკაშვილს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან და უამრავი შეკითხვა დარჩა პასუხგაუცემელი. მაგალითად, რატომ აწერს ხელს ისეთ დოკუმენტს, რომლითაც შეიძლება, ქართველი სამხედრო გასამართლდეს? ან რატომ არ გამოჰყავს სამოქალაქო პირები იმ ზონიდან, სადაც გარდუვალია საომარი მოქმედებების განვითარება, რამაც ათეულობით მსხვერპლი გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობაში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.