ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში უძრავი ქონება არ შეუძენიათ – ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც იმ დოკუმენტებზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ მოსკოვში უძრავი ქონება შეიძინა.

კობახიძის განმარტებით, ის პირადად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში არანაირი ქონება არ შეუძენიათ.

„არაფერი მტკიცებულება არ ყოფილა, ეს არ არის მტკიცებულება, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და სიყალბე, რომელიც კონკრეტულმა ჯგუფმა გაავრცელა. ეს ჯგუფები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან. ამაზე არა ერთი განცხადება იმიტომ გავავრცელეთ, რომ უპასუხოდ ვერ დავტოვებდით დეზინფორმაციას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. მე ვარ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში უძრავი ქონება არ შეუძენიათ. მე მასთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ