ბექა ოდიშარია OCCRP -ის სტატიაზე: მათ ბიოგრაფიაში იქ კიდევ ერთი ტყუილი გასროლა
„უნიჭო და მზაკვრული ცდა იმისა, რომ ამ ოჯახს რაღაცა დააბრალო, არის ფუჭი”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ისმიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ განაცხადა.
„მათ ბიოგრაფიაში იქ კიდევ ერთი ტყუილი გასროლა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტყუილის გადაფარვას „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი” ცდილობს. სტატიაში მტკიცებითი ფორმა ვარაუდებმა ჩაანაცვლა, თუმცა, ფაქტი ფაქტად დარჩა, რომ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის შესახებ მცდარი ინფორმაცია ე.წ. სკანდალურ ამბად წარმოჩინდა და ეს პუბლიკაცია პოლიტიკურად მოტივირებულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით მომზადდა.