ლევან მაჭავარიანი: დადგა დრო, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი
2008 წლის ომის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ამ პარტიამ კითხვებზე პასუხი გასცეს.
„ჩვენთვის აუცილებელი იყო, რომ მოგვეგო ის პროცესები, რომლებიც სტრასბურგში და ჰააგაში მოვიგეთ და ყველანაირი რისკი მოხსნილიყო, რომ ჩვენს სამხედროებს რაიმე დაჰბრალებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გადავაზღვიეთ და ახლა დადგა დრო, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი“, – აღნიშნა მაჭავრიანმა.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სწორედ სამართლებრივად უნდა აგოს.