არჩილ გორდულაძე: ჩვენ წარვადგინეთ დელეგატები, რომლებიც იქნებიან ხალხის ინტერესების გამტარებლები

„ადგილობრივი მოსახლეობის ხმის მიტანა პარლამენტში უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ დელეგატები, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებლები პარლამენტში”, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ მედიასთან.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს გარკვეული გადახალისება და ეს ადამიანები ახალ ენერგიასა და მუხტს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.

ასევე იხილეთ