შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში

2024 წ. 16 აგვისტოს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის მიწვევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სიუ ხაიჭენგის შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩსრ-ს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის საკითხები. ქალბატონი სიუ დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეით, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ამასთან ერთად, რექტორ ზურაბ ხონელიძემ მიიღო შეთავაზება, წელს, შემოდგომაზე, დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე აღნიშნული კონცეფცია ჩინელი მეცნიერების წინაშე წარადგინოს.

უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრები ჩინელ კოლეგებთან შესაბამისი მემორანდუმების გაფორმების მიზნით.

ასევე იხილეთ