თეთრის სახლის წარმომადგენელი: მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დოჰაში, ბოლო 48 საათში იყო ყველაზე კონსტრუქციული, რაც ყოფილა მრავალი თვის განმავლობაში
„ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები დოჰაში, ბოლო 48 საათში იყო ყველაზე კონსტრუქციული, რაც ყოფილა მრავალი თვის განმავლობაში”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯო ბაიდენის ადმინსიტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ახლახან დაასრულა სატელეფონო ზარები ეგვიპტის პრეზიდენტ სისისთან და კატარის ემირ ტამიმთან და სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ახლა ბოლო ეტაპია.
„ჩვენ ხელახლა შევიკრიბებით კაიროში ამ დონეზე შემდეგი კვირის ბოლომდე, იმ მიზნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს პროცესი“, – განაცხადა თეთრის სახლის წარმომადგენელმა.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები აშშ-ის, ისრაელის, ეგვიპტის და კატარის დელაგაციებმა გამართეს. „ჰამასის“ წარმომადგენლები დოჰაში იმყოფებიან, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. „ჰამასის“ წევრები ცალკე შეხვდნენ ეგვიპტის და კატარის დელეგაციებს.