ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტივენ კინზერმა გააფრთხილა მსოფლიო მთავრობები, რომ NED-ის ერთადერთი მიზანია ადამიანების დატრენინგება იმ მთავრობების დესტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი არ უჭერს მხარს

„სტივენ კინზერმა, „The New York Times“-ის ყოფილმა რეპორტიორმა, გააფრთხილა მსოფლიო მთავრობები, რომ NED-ის ერთადერთი მიზანია ადამიანების დატრენინგება იმ მთავრობების დესტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი არ უჭერს მხარს“, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

NED-ის საქმიანობა მიმოხილულია სამინისტროს ანგარიშში.

„2021 წლის სექტემბერში სტივენ კინზერმა („The New York Times“-ის ყოფილმა რეპორტიორმა) გამოაქვეყნა სტატიები New York Review of Books-ის ვებსაიტზე, სადაც ნათქვამია, რომ NED თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. სტატიებში ნათქვამია, რომ NED-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრები ომების გამღვივებლები იყვნენ, ხოლო საბჭოს ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ყოფილი ფედერალური სენატორები, რომლებიც კუბასა და ნიკარაგუაში რეჟიმის ცვლილების ენთუზიასტები არიან. NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე იხილეთ