გია აბაშიძე OCCRP-ის დოკუმენტზე: უნიჭო ნაცსექტა კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. სასაცილოა, რომ „გლობალური ომის პარტია“ პროპაგანდაში ფსონს დებს კოლექტიურ ეკა გიგაურებზე, რომელთა სიტყვის ფასი დიდი ხანია ნულჯამოვან სიბრტყეშია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს დოკუმენტს ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი წერს, „უნიჭო ნაცსექტის „ჭრიალა არღანი“ კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში.

მისივე თქმით, რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება.

„უნიჭო ნაცსექტის „ჭრიალა არღანი“ კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. სასაცილოა, რომ ნაცვასალი ხელისუფლების მომხრე „გლობალური ომის პარტია“ პროპაგანდაში ფსონს დებს კოლექტიურ ეკა გიგაურებზე და სხვა უსახურ ე.წ. „ენჯეოშნიკებზე“, რომელთა სიტყვის ფასი დიდი ხანია ნულჯამოვან სიბრტყეშია.

გრანტების მონა ნაცმანქურთებს „მესიჯბოქსიც“ არეული აქვთ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ვითომ დისკრედიტაციაში და როგორ ექნებათ თუნდაც სწორხაზოვანი „შავი პიარი“, როცა მისი აღმსრულებლების თვალსაწიერი უკიდურესად შეზღუდული და დასაცინია?..

კიდევ უფრო კომედიურია ის, რომ ცალკეული დასავლელი აქტორები და მათი მარიონეტი ფსევდო-პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაინც გეგმავენ ნაცოპოზიციის გამარჯვების შემდეგ რაღაც „სახლობანას“ ტიპის ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას, სადაც „მინისტრები“ კოლექტიური კაპიტანი გიგაურები, ლომჯარიები, მეტროსადგურის სახელწოდების [და არა თავისუფლებისთვის მებრძოლი] „პარტიის“ ლუზერები იქნებიან, რომლებიც უცხოელ პატრონთა დაკვეთებს ასკინკილით აღასრულებენ. რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება.

თან როგორი მოშლილია ე.წ. სტრატეგიული გათვლებიც ფსევდო-მეგობრებში, ტოტალური ინტელექტუალური კრიზისი აქვთ“, – წერს გია აბაშიძე facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ