მამუკა მდინარაძე: დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა ის იძახონ, ჰააგაც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ და სტრასბურგიც!

„ანუ, მათ შეუძლიათ, ღალატი ჩაიდინონ, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალონ, ამაზე ხელი მოუწერონ, კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულონ, შემდეგ ხელი მოაწერონ რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, რომ ომის დანაშაული, შესაძლოა, ქართველ სამხედროებს ჰქონდათ ჩადენილი, ეს ღალატი ჩაიდინონ და სხვას ეძახონ რუსული საქმის მკეთებელი, რადგან რუსები, თურმე, რაღაცას თავისთვის ლაპარაკობენ და იყენებენ გაეროში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამ საქმეს სახელმწიფო აუცილებლად გამოიძიებს.

„სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ მთელ მსოფლიოს აჩვენეს აქედან იქით დაბომბვის კადრები 7-ში. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს  დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. ამის შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს ლაპარაკობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა და ამ ყველაფრის გამოძიებაა რუსული.

ანუ, მათ შეუძლიათ, ღალატი ჩაიდინონ, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალონ, ამაზე ხელი მოუწერონ, კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულონ, შემდეგ ხელი მოაწერონ რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, რომ ომის დანაშაული, შესაძლოა, ქართველ სამხედროებს ჰქონდათ ჩადენილი, ეს ღალატი ჩაიდინონ და სხვას ეძახონ რუსული საქმის მკეთებელი, რადგან რუსები, თურმე, რაღაცას თავისთვის ლაპარაკობენ და იყენებენ გაეროში. ანუ, შენ შეგიძლია, ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს მეორე ფაქტორიც არის. ჩვენ სტრასბურგიც და ჰააგაც მოვიგეთ, მაგრამ კრინტი არ დაგვიძრავს მე-11 პუნქტზე, რომ ომის შესაძლო დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმაო, ამაზე ხმა არ ამოგვიღია. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა ის იძახონ, ჰააგაც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ და სტრასბურგიც. ახლა რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ