გენო პეტრიაშვილი: ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა – მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა

„მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო და მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა და მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა”, – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი, მონდომებული ბავშვი ვიყავი. სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მზად ვართ ყველაფრისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩემს ხასიათში და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ჩემი მთავარი ფორმულაა: არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ასევე იხილეთ