ბექა ოდიშარია „დემოკრატიულ ფესტივალზე“: იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება, მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიულ ფესტივალზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებას არც დემოკრატიასთან და არც ფესტივალთან საერთო არაფერი აქვს.
„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ე.წ. დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვის მიუხედავად, დანიის საელჩომ„ქრონიკის“ არ უპასუხა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, გადაგვამისამართა ორგანიზაციასთან, რომელიც აფინანსებს ღონისძიებას, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიმბოლიკა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერი იყო გამოფენილი.