ლიბანის თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაბატიეში.

როგორც CNN წერს, ყველა დაღუპული სირიის მოქალაქეა.

„სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის ქალი და ორი ბავშვია. დარტყმის შედეგად აგრეთვე დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაშავებულთა შორის სამი სირიის, ერთი სუდანის და ერთიც ლიბანის მოქალაქეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიბანური მხარის თქმით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ისრალელელი სამხედროების თქმით, გასულ ღამეს ღამით ნაბატიეს რაიონში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობს დაარტყეს.

როგორც CNN ლიბანურ მხარეზე დაყრდნობით წერს, ეს, მსხვერპლის რაოდენობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ასევე იხილეთ