საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა

C

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძე და მისი გმირობა მთელი საქართველოსთვის გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. ის 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გიორგის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები შეიკრიბებიან.

ასევე იხილეთ