ძლიერმა წვიმამ ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა
ძლიერმა წვიმამ ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა.
დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. ვენაში სტიქიამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ქალაქში აგვისტოსთვის რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.
დასავლეთ ავსტრიაში მდებარე ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ძლიერი წვიმით გამოწვეულმა ნიაღვარმა მანქანები წაიღო.