ვენესუელაში ათასობით მხარდამჭერი საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის გამარჯვების აღიარებას ითხოვს

ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება.

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი კარაკასის ცენტრში შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის გამარჯვების აღიარება მოითხოვა.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დროს დააკავეს 2 400-ზე მეტი ადამიანი. მასობრივი არეულობების შედეგად კი 23 ადამიანი დაიღუპა.

ასევე იხილეთ