ტრამპი: რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი
„რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი“, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმაპენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს მაგრამ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვითარება უფრო მძიმე გახდება და გაუარესდება.
„გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ, კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება, რასაც აქამდე არასდროს უმუშავია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის ჩვენი ქვეყნის ისედაც დანგრეული ეკონომიკის განადგურებას აპირებს“, – აღნიშნა ტრამპმა.