ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებაზე: შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
“როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ”, – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია„ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებაზე.
მისივე თქმით, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
„როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ.
ერთადერთი, უბრალოდ საზოგადოებას აყურებინეს რაღაც შიდა პარტიული დაპირისპირებები, რაღაც შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
ისინი ყოველთვის იყვნენ „ნაც. მოძრაობის“ წევრები“, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.