გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის ბევრი მაღალჩინოსანი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ფლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტს და ბიზნესს რუსეთში

„ძნელი არ არის იმის გადამოწმება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს 1998 წლის შემდეგ რუსეთთან კავშირი არ ჰქონია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“ დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბევრი მაღალჩინოსანი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტს და ბიზნესს რუსეთში.

„ძნელი არ არის იმის გადამოწმება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს 1998 წლის შემდეგ რუსეთთან კავშირი არ ჰქონია. თუმცა ოპოზიციის ბევრ მაღალჩინოსანს – მინისტრს და პარლამენტარებს ჰქონდათ რუსეთის პასპორტი და ფლობდნენ ბიზნესს რუსეთში. სამწუხაროდ, ვერ ხედავენ, რომ თავად ოპოზიციაა გადართული რუსეთის ინტერესებზე და გამოგონილ ფაქტებზე საუბრობენ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ