გერმანიის პრეზიდენტი: უნგრეთის მნიშვნელოვანი როლი არის ევროკავშირის ერთიანობის გაძლიერება 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც უნგრეთის ქალაქ შოპრონს ეწვია, უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეინარჩუნოს ევროკავშირის ერთიანობა.  ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ის თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრისგან.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მნიშვნელოვანი როლი არის „ევროკავშირის შიგნით ერთიანობის გაძლიერება და ჩვენი საერთო სამომავლო თემების ერთობლივი გადაწყვეტის ხელშეწყობა“.

 

ასევე იხილეთ