სერგეი ლავროვი: პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე თავდასხმების შემდეგ, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საუბარიც კი შეუძლებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში შეჭრის მცდელობების შემდეგ, უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელია. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო თავდასხმები კურსკის ოლქზე და არა მხოლოდ თავდასხმები, არამედ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა, მოლაპარაკებებზე საუბარიც კი არ შეიძლება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ ცოტა მოგვიანებით აუცილებლად შევაფასებთ ამ ვითარებას“, – განაცხადა ლავროვმა.