ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანი: დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება.
„პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ურყევი რჩება უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენი მხარდაჭერის თვალსაზრისით, ის კვლავ ურყევია“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთის ხელმძღვანელობამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, (უკრაინის) მხარდაჭერა ბოლო დროს შენელდა.