ოლაფ შოლცი: გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება
“გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „არაკორექტული და მანიპულაციური“ იყო.