საფრანგეთის სამხრეთით ტყის ხანძარს ებრძვიან
საფრანგეთის სამხრეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო 3000 ადამიანი ევაკუაირებულია.
ხანძარი ზღვისპირა ქალაქ კანე-ან-რუსიონის რაიონში გაჩნდა. ქარის შედეგად ტერიტორიაზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე, დაახლოებით, 100 მეხანძრე და 27 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.