ბლინკენი: ნეთანიაჰუ ეთანხმება აშშ-ის უახლეს წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ – ახლა „ჰამასმა“ იგივე უნდა გააკეთოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ეთანხმება აშშ-ის უახლეს წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ და ახლა „ჰამასის“ ჯერია იგივე გააკეთოს.

ენტონი ბლინკენის თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება „ასევე ასახავს ისრაელის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა“ ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„(ისრაელის) პრემიერმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება შეერთებული შტატების მიერ გასულ კვირას დოჰაში დაფიქსირებულ წინადადებას, რათა მხარეებს შორის არსებული ხარვეზები აღმოიფხვრას. ახლა „ჰამასმა“ იგივე უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე იხილეთ