გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

hot temperature,Thermometer on yellow sky with sun shining in summer show higher Weather, concept global warming

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ