დავით ჩიხელიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა

„მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას“, – ასე ეხმიანება  ექსპერტი დავით ჩიხელიძე  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.

მისივე თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა. მანვე აღნიშნა, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას იძლევა.

„მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. როგორც წერილიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორობის ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა. საბედნიეროდ, დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. ალბათ, შორს არ არის ის დღე, როცა ყველაფერი ცხადი გახდება და ქართველი ხალხი გაიგებს, თუ ვის ინტერესებში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე ყოფნა და ვინ არიან მათი დამცველები. ცალსახად აუცილებელია ნიურნბერგის პროცესი, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდი. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, აღნიშნული სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენის და დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საქართველოს უკრაინიზაციისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალებაა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ