ალექსანდრ სირსკი: უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს
“უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
“კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებულ პუნქტზე”, – განაცხადა სირსკიმ.