ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისევე, როგორც მივაღწიეთ ტერორიზმთან ბრძოლაში

“რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისევე, როგორც მივაღწიეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას ბესლანში განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს მტრებს, რომლებიც ვახსენე, ისინი განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს, ეს ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ ვებრძოდით ტერორისტებს, დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა მათთან, ვინც დანაშაულს ჩადის კურსკის ოლქში, დონბასში, ნოვოროსიაში. თუმცა ისევე,როგორც მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად დავსჯით დამნაშავეებს, ამაში არანაირი ეჭვი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა პუტინმა.

 

ასევე იხილეთ