ოლაფ შოლცი: მსოფლიომ უნდა იფიქროს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა იფიქროს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არ უნდა შეწყვიტოს უკრაინელების მხარდაჭერა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობის პერსპექტივაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთნაირ აზრზე არიან, რომ რუსეთი უნდა დაესწროს სამშვიდობო სამიტს.

ასევე იხილეთ