აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი: რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს – ვხედავთ უკრაინული ძალების წინსვლას
“რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაიდერმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან მოსკოვი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.
“მთლიანობაში რომ ვთქვათ, რუსეთი ჯერ კიდევ ძალისხმევას დებს შეტევაზე რეაგირებისთვის და ვხედავთ უკრაინული ძალების წინსვლას”, – განაცხადა რაიდერმა.
რაიდერმა არ დააკონკრეტა მოსკოვს კურსკის ოლქში ძალები უკრაინიდან თუ რუსეთის სხვა რეგიონებიდან გადაჰყავს.