პანამამ არალეგალი მიგრანტების რეპატრიაციის პროცესი დაიწყო
აშშ-ის დაფინანსებით, პანამამ არალეგალი მიგრანტების რეპატრიაციის პროცესი დაიწყო. მიგრანტები პანამიდან სამშობლოში აშშ-ის მიერ დაფინანსებული ავიარეისებით ბრუნდებიან.
რეპატრიაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პანამის პრეზიდენტად ხოსე რაულ მულინო აირჩიეს. საარჩევნო კამპანიის დროს მულინომ პირობა დადო, რომ დაბლოკავდა ჯუნგლებზე გამავალ გზას, რომელიც მხოლოდ შარშან აშშ-ში მოსახვედრად 500 000-მა სამხრეთამერიკელმა მიგრანტმა გამოიყენა.
აშშ-ისა და პანამის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი პანამას მიგრანტების ტრანსპორტირებისთვის ექვსი მილიონი დოლარი გამოუყო.