top_leaderboard

კამალა ჰარისი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩიკაგოში გამართულ პოლიტიკურ ყრილობაზე კენჭისყრისას დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დამტკიცდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ღონისძიებაში 4 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. თავად ჰარისი ყრილობაზე არ იმყოფებოდა, ის მილუოკსა და ვისკონსინში კამპანიის შეხვედრას ატარებდა და ყრილობას ვიდეოზარით შეუერთდა.

„ჩვენთვის პატივია, ვიყოთ თქვენი კანდიდატები. ეს არის კამპანია, რომელიც ხალხის ძალაზეა დაფუძნებული და ჩვენ ერთად შევქმნით ახალ გზას წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარისმა და მადლობა გადაუხადა დელეგატებს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს დასაწყისში ონლაინ კენჭისყრის დროს ჰარისმა უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე მიიღო. მათ გადაწყვიტეს, პროცედურა საზეიმო ვითარებაში გაემეორებინათ.

ასევე იხილეთ