სოფელ მიქელწყაროში დასრულდა ხელონურსაფარიანი მოედნის მშენებლობა
კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას, კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატა.
სოფელ მიქელწყაროში დასრულდა ხელონურსაფარიანი მოედნის მშენებლობა.
დასრულებული მოედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „დანი ქონსთრაქშენმა“ განახორციელა.