ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ

JPG edited with https://ezgif.com/resize

ფრანგული კინოს ლეგენდას, ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია დუშის კომუნაში გაიმართება. მას დუში-მონკორბონში მდებარე საკუთარ მამულში დაკრძალავენ, სადაც მსახიობმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, ალენ დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო.

დაკრძალვის ცერემონიას მსახიობის შვილები და ნათესავები დაესწრებიან.

ალენ დელონი 18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებით „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.

ასევე იხილეთ