Reuters: კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ თითქმის 500 მილიონი დოლარი შეაგროვა

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ თითქმის 500 მილიონი დოლარი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ჰარისის მიერ შეგროვებულ თანხა უპრეცედენტოა და დონორთა ენთუზიაზმს ასახავს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ოთხი კვირის განმავლობაში შეგროვდა მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისი 21 ივლისს საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო.

ასევე იხილეთ