ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პაციენტი ევროპელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკაში იმოგზაურა. ის ამჟამად ბანგკოკის საავადმყოფოში კარანტინში იმყოფება.
„ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და ეს ნამდვილად მაიმუნის ყვავილია და არ არის Clade 2, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პირს აქვს Clade 1-ის ვარიანტი, თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო ლაბორატორიულ შედეგებს“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.