იოავ გალანტი: ისრაელის ძალებმა ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვრის ზონაში 150-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვრის ზონაში 150-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურეს.
„მთავარია, გვახსოვდეს რა არის ომის მიზნები, მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, როგორც „ჰამასთან“, ასევე მძევლების გათავისუფლებასთან მიმართებაში“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.