კრასნოდარის მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ პორტ “კავკაზში” სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩაძირული ბორანის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს
რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, რომ პორტ „კავკაზში“ სამაშველო ოპერაციის შედეგად, ჩაძირული ბორანის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს. როგორც გუბერნატორი „ტელეგრამ-არხში“ წერს, მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბორანის ჩაძირვის ადგილას სპეციალურ ზომებს მიმართეს, რათა არ დაუშვან საწვავის გავრცელება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანი საწვავის 30 ავზით იყო დატვირთული.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორანზე დარტყმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს. იერიშისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად ხომალდი ჩაიძირა.