უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია.
„მესამე მოიერიშე ბრიგადა შეტევას აწარმოებს ხარკოვის ოლქში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს!”, – ნათქვამია უკრაინელი სამხედროების განცხადებაში.
როგორც მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-არხზე წერს, სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ოკუპანტების თავდაცვის რაიონზე და ასევე მტრის საყრდენ პუნქტებზე.
ბრიგადაში ამბობენ, რომ ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სამასი სამხედრო, ასევე ტექნიკისა და შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგეს.