უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს

უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ახალი კანონის შედეგად ათასობით უკრაინელი ლტოლვილი, შესაძლოა, უნგრეთში საცხოვრებლის გარეშე აღმოჩნდეს ან იძულებული გახდეს, უკან უკრაინაში დაბრუნდეს.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება ზღუდავს სახელმწიფო დახმარებას იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც უნგრეთში, რუსეთის ინტერვენციის შედეგად, ნაკლებად დაზარალებული უკრაინის რეგიონებიდან ჩავიდნენ.

უნგრეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ სიაში ასეთი 13 რეგიონია. აღნიშნულ სიას უნგრეთის მთავრობა ყოველ თვე გადახედავს.

ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფოს დახმარებას, კერძოდ საცხოვრებელს და ყოველთვიურ ფულად თანხას მიიღებენ მხოლოდ ის უკრაინელები, რომელთა უკანასკნელი ოფიციალური მისამართი უკრაინაში მდებარეობს სამხედრო მოქმედებებით პირდაპირ დაზარალებულ ზონაში.

უნგრეთს 31 ათასამდე უკრაინელი აფარებს თავს.

 

ასევე იხილეთ