ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დაამტკიცა
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დაამტკიცა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კარისლია როდრიგესმა განაცხადა, უზენაესმა ტრიბუნალმა განიხილა ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მასალები და დაადასტურა, რომ 28 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.