გია აბაშიძე: ტყუილად ჰგონიათ „ნაცმოძრაობაში“, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს
„ტყუილად ჰგონიათ „ნაცმოძრაობაში“, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს იმის მიუხედავად, თუ რა მორიგი ზეწოლა იქნება გარედან“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის შეფასებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური რადარებიდან გაქრეს ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.
„ტყუილად ჰგონიათ „ნაცმოძრაობაში“, რომ პარლამენტარების მანდატებით გადაურჩებიან მართლმსაჯულებას – გასასამართლებელი მიიღებს დამსახურებულ სასჯელს იმის მიუხედავად, თუ რა მორიგი ზეწოლა იქნება გარედან.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ღირსებით ევროპისკენ სვლისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური რადარებიდან გაქრეს ღალატის პარტია „ნაცმოძრაობა“, ხოლო მისმა ავაზაკმა პოლიტიკოსებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი“, – წერს გია აბაშიძე.