ლევან ნიკოლეიშვილი: არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო

„რამდენიმე დღე გავიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო. აი, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, რომ ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უგულავას არ სურს გაიგოს, რომ სამშობლოს ღალატი ფულის მოპარვისგან განსხვავებული დანაშაულია და სასჯელიც განსხვავებული იქნება. ნიკოლეიშვილის თქმითვე, უგულავა და სააკაშვილი არათუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ, ციხიდან ვერ უნდა გამოვიდნენ ქვეყნის ღალატის გამო.

„რამდენიმე დღე გავიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო. აი, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, რომ ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო. როგორც ჩანს, ამან არ იცის ან არ უნდა გაიგოს, რომ ფულის მოპარვა და სამშობლოს ღალატი განსხვავებული დანაშაულებია და სასჯელიც განსხვავებული იქნება, თან აუცილებლად. არათუ პოლიტიკაში უნდა ბოგინებდნენ ეს და მისი ბელადი სააკაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ მინიმუმ 3 წელი დარჩა მოსახდელი, არამედ ციხიდან ვერ უნდა გამოვიდნენ, რომ დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარონ საქართველოს ღალატის, ქართული მიწების დაკარგვის და ხალხის გაუბედურების გამო“, – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ