ირაკლი ლატარია გიგი უგულავას: შენ და შენი გუნდი უნდა ისხდეთ ციხეში სამუდამო პატიმრობის მუხლებით სამშობლოს ღალატისთვის. აი, ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ სამართალმა იზეიმა
„შენ კი არა, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეხება აქვს თქვენთან, უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ და მხოლოდ მაშინ გაუქარწყლდეთ დანაშაული, თუ „ენმ“-ში პარტიობაზე იტყვიან უარს და საჯაროდვე განაცხადებენ და აღიარებენ, რომ „ენმ“ იყო და არის საქართველოს წინააღმდეგ მოძრავი ძალა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის თქმითაც, „სამჯერ ვიჯექი ციხეში, მიხეილ სააკაშვილი დღემდე პატიმრობაშია და მეტი რა უნდა ქნან, ტყავი უნდა გაგვაძრონ?!“.
ლატარიას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატისთვის, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი უმძიმეს დანაშაულებისთვის, რუსეთთან თანამშრომლობისთვის და რუსეთზე გადაცემული ტერიტორიებისთვის.
„მე გიპასუხებ, გიგი, რაც უნდა ქნან!!!
შენ კი არა, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეხება აქვს თქვენთან, უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ და მხოლოდ მაშინ გაუქარწყლდეთ დანაშაული, თუ „ენმ“-ში პარტიობაზე იტყვიან უარს და საჯაროდვე განაცხადებენ და აღიარებენ, რომ „ენმ“ იყო და არის საქართველოს წინააღმდეგ მოძრავი ძალა…
ხოლო რაც შეეხება ლიდერებს, განა კოსტიუმებზე და რაღაც სასაცილო მუხლებზე უნდა გასამართლდნენ? არამედ ყველაზე მთავარზე: სამშობლოს ღალატზე და საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე.. ასევე, რუსეთთან თანამშრომლობისთვის და რუსეთზე გადაცემული ტერიტორიებისთვის…. იმ ომისთვის, რომლის თავიდან არაცილება იყო სწორედაც მიშასი და მედვედევის ოცნების ნაწილი!!!! …
მოკლედ, გიგი: შენ და შენი გუნდი უნდა ისხდეთ ციხეში სამუდამო პატიმრობის მუხლებით და ყველაზე მთავარი: სამშობლოს ღალატისთვის….
აი, ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ სამართალმა იზეიმა და არა ახლა, დღეს რომ დემენცია გაქვთ და ქვეყანას აზანზარებთ და ხვალ, დაფრინავთ და პოლიტიკაში გინდათ მოსვლა…
სიზმარშიც ვერ ვნახავდი, რომ 2024 წელს, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი იარსებებდნენ როგორც პოლიტიკის ნაწილი… ეს რომ ვინმეს ეთქვა ჩემთვის 2012 წელში, ავლიპას პაციენტი მეგონებოდა…“ – წერს ირაკლი ლატარია.