რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის გადაჯგუფება სასოწარკვეთილი ქმედებებია, ერთად თუ ცალ-ცალკე, რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება
ოპოზიციის გადაჯგუფება არის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება – საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, ერთად თუ ცალ-ცალკე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქართულმა საზოგადოებამ სახელი უკვე დაარქვა – საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც მათი უსამშობლობის ამბავი, ასევე აგენტურისა და მოღალატეობრივი ბუნების შესახებ.
„რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ისინი არიან ერთი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს განადგურება. ისინი აგენტების „კანტორას“ წარმოადგენენ და „კანტორაში“ ვინ როგორ გადალაგდება და ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათ ქართულმა საზოგადოებამ სახელი უკვე დაარქვა – საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც მათი უსამშობლობის ამბავი, ასევე აგენტურისა და მოღალატეობრივი ბუნების შესახებ. მათი გადაჯგუფება არის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება – საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.