ზუკა რურუა: საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მომიწევს – მინდა ჩემს ხალხს დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის

“მინდა ჩემს ხალხს დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მომავალში ჩვენ ვიყოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი”, – განაცხადა ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, დელეგატის სტატუსი მისთვის საპასუხისმგებლოა​.

„საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მომიწევს მომავალში ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი რაიონისთვის, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პერიოდია და მინდა ჩემს ხალხს დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მომავალში ჩვენ ვიყოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.

„ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.

ასევე იხილეთ