ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და სატელეფონო საუბარში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს.
„პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“, – განაცხადა ბაიდენმა.